რეზონანსი
16.04.2019

 (რეზონანსი) „დღეს რობერტ სტურუას ძალიან რთული ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაცია გულზე წარმატებით დასრულდა! რუსთაველის თეატრი ჯანმრთელობას და დღეგრძელობას უსურვებს ბატონ რობერტს. გვიყვარხარ" - ამ ტექსტს ავრცელებს რუსთაველის თეატრი თავის გვერდზე.

მარინა კახიანი: - ვიცი, რომ წარმატებით ჩაიარა ოპერაციამ და კარგადაა. საქართველოში გაიკეთა, კონკრეტულად - სად, არ ვიცი. ჯერ არ მინახავს. ბატონი რობერტი ძლიერი პიროვნებაა და თავის ტკივილებს თავს არავის ახვევს. რეპეტიციებს გადიოდა, მთელი დატვირთვით მუშაობდა. არ იმჩნევდა, თუმცა ვიცოდით, რომ გული აწუხებდა.

მურმან ჯინორია: - ღმერთს დიდება, კარგად უნდა იყოს. დიდებული ხელოვანი.

დათო დარჩია: - გული აწუხებდა, ოპერაცია გაიკეთა და კარგადაა.

"პრაიმტაიმი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×