რეზონანსი
16.04.2019

 (რეზონანსი) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და რომის პაპ ფრანცისკეს წერილები გაუგზავნა.

პატრიარქი მწუხარებას გამოთქვამს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი ხანძრის გამო.

„გამოვთქვამთ ჩვენს გულისტკივილსა და თანაგრძნობას გუშინ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში მომხდარი ხანძრის გამო. მეტად დიდია ეს განსაცდელი, მაგრამ ვიმედოვნებთ, ყოველივე მალე აღდგება და განახლდება.

დიდია ჩვენი გულისტიკივილი და გვინდა თანაგრძნობა გამოვუცხადოთ ფრანგ ხალხს. საფრანგეთის ხელისუფლებას, კარდინალსა და სასულიერო დასს. ვწუხვართ, ძალიან ვწუხვართ", - წერია პატრიარქის მიერ გაგზავნილ წერილში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×