რეზონანსი
16.04.2019

 (რეზონანსი) საფრანგეთში პარიზის სახანძრო ბრიგადის კაპელანს ჟან-მარკ ფურნიეს ნამდვილ გმირად მოიხსენიებენ. არსებული ინფორმაციით, სწორედ მან შეძლო ცეცხლის ალში გახვეული პარიზის ღვთისმშობლის ტაძრიდან ქრისტიანული რელიკვიების, მათ შორის იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინის გამოტანა.

როგორც პარიზის მე-15 ოლქის მერმა ფილიპ გუჟონმა განაცხადა, ფურნიემ მეხანძრეებთანე ერთად შენობაში შესვლა მოითხოვა და რელიკვიები გადაარჩინა.

„მას არაფრის შეეშინდა. პირდაპირ რელიკვიებთან მივიდა და დარწმუნდა, რომ მათ საფრთხე არ ემუქრება", - განაცხადა სახანძრო სამსახურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა Daily Mail-თან საუბარში.

ჟან-მარკ ფურნიემ სიმამაცე 2015 წელს საკონცერტო დარბაზ „ბატაკლანზე" ტერორისტული შეტევის დროსაც გამოიჩინა, როდესაც ის დაჭრილებს ეხმარებოდა. წარსულში ის გერმანიაში მუშაობდა, შემდეგ კი პარიზის სახანძრო ბრიგადას შეუერთდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის ავღანეთშიც მსახურობდა.

imedinews.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×