რეზონანსი
16.04.2019

 (რეზონანსი) "პანორამა თბილისის" მშენებლობიდან სამი მუშა ჩამოვარდა, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. სოციალურ ქსელში ირაკლი კუპრავა დაშავებული მუშების ვიდეოს აქვეყნებს.

"პანორამას მშენებლობიდან მუშები გადმოცვიდნენ და ორ ყრუ კედელს შორის ნახევარ მეტრიან სივრცეში ჩაცვივდნენ.

შუა თბილისში, ქვეყნის "მთავარი ზავხოზის" ივანიშვილის სასტუმროს მშენებლობაზე, ყოველგვარი დამცავი მოწყობილობების, ბაგირის, ჩაფხუტის გარეშე მუშობენ ადამიანები და შედეგიც დგება უმძიმესი.

ეს კონკრეტული შემთხვევები არის სისტემის და მთელი საქართველოს სახე. უნდა ამოკეტო ამ სივრცეში ივანიშვილი და აცხოვრო, სანამ კარგად არ გაიაზრებს შრომის უსაფრთხოების სტანდარტების არსებობას" - წერს ირაკლი კუპრავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×