(რეზონანსი) "გირჩის" მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი ჰერმან საბო აკოცებს ყველას, ვინც არჩევნებისთვის მთაწმინდაზე გადაეწერება.
ჩვენთვის მთაწმინდის არჩევნები არის 2020 წლის არჩევნების რეპეტიცია. არსებულ რეალობაში, არჩევნების მოგება მხოლოდ თავისუფალი და მიზანდასახული ადამიანების საზოგადოებას შეუძლია, - წერია „გირჩის" ფეისბუქზ გვერდზე.
„ასეთი საზოგადოების მშენებლობის დასაწყებად ვიყენებთ მთაწმინდის არჩევნებს. სწრაფად და ხარისხიანად უნდა გავიცნოთ ახალი ადამიანები, შევძლოთ ერთმანეთთან სერიოზულად და გულწრფელად საუბარი, რის გარეშეც ურთიერთობას აზრი არ აქვს.
ადამიანები ვართ და გვესმის, რომ ადვილი არაა, ამიტომ დაძაბულობის მოსახსნელად საინტერესო შემოთავაზება გვაქვს. ხვალიდან, გადმოეწერეთ მთაწმინდაზე და სელფებთან და გულწრფელ საუბრებთან ერთად, სურვილისამებრ, ბონუსად ჰერმან საბოსა და მისი მეგობრების კოცნას მიიღებთ", - წერენ „გირჩის" ფეისბუქის გვერდზე.