(რეზონანსი) შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 1981 წელს დაბადებული ბ.კ., ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 2019 წლის 12 აპრილს მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელეს ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა, რა დროსაც მოქალაქემ ბრალდებულისგან ნარკოტიკული საშუალება შეიძინა.
პოლიციამ ბ.კ. 16 აპრილს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, იმ დროს დააკავა, როდესაც მან მოქალაქეს, 3500 აშშ დოლარის სანაცვლოდ 10 შეკვრად დაფასოებული, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალება მიჰყიდა.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი, დაკავების ადგილისა და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს ფული და სეიფში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალებები, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
დანაშაული 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე სსკ-ს 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს.