რეზონანსი
16.04.2019

 (რეზონანსი) პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი ხანძრის პარალელურად, იერუსალიმში ალ-აქსას უძველესი მეჩეთი იწვოდა.

ხანძარი გაჩნდა მუსულმანური სამყაროს რიგით მესამე ყველაზე წმინდა სალოცავის ერთ-ერთ ნაგებობაში. ოფიციალური განცხადების თანახმად, ცეცხლი მეჩეთის ერთ-ერთი სამლოცველოს სახურავზე, უსაფრთხოების სამსახურის ოთახში გავრცელდა.

ხანძრის შედეგად ალ-აქსას მეჩეთს მნიშვნელოვანი ზიანი არ მიყენებია. მეხანძრეებმა ინციდენტზე რეაგირება დროულად შეძლეს. დაიწვა მხოლოდ ერთ-ერთი ნაგებობის ექსტერიერი.

 

 

"პრაიმტაიმი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×