რეზონანსი
16.04.2019

 "ლევადა-ცენტრის" მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, რუსეთის ისტორიაში სტალინის როლს დადებითად გამოკითხულთა 70 პროცენტი აფასებს. ეს რეკორდული მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ რესპოდენტთა ნახევარი მზადაა გაამართლოს რეპრესიები.

მას უარყოფითად ან შიშით მხოლოს 14 პროცენტი უყურებს.

როგორც სოციოლიგები აღნიშნავენ, საუკუნის დასაწყისში რუსეთში აზრი სტალინის შესახებ ზუსტად შუაზე იყო გაყოფილი, 2008–2014 წლებში შეინიშნებოდა მისი პერსონისადმი  ინტერესესის შესუსტება, ხოლო 2015 წლის შემდეგ  კი, "დიდი ბელასიდადმი" ნეიტრალურმა და უარყოფითმა განწყობებმა მკვეთრად დაიწყო შემცირება.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ 1991 წელთან შედარებით 4-ჯერაა შემცირებული მათი რაოდენობა, ვინც სტალინს  სამამულო ომის დროს უზომოდ დიდ მსხვერპლში ადანაშაულებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×