რეზონანსი
16.04.2019

 პარიზის მერიამ კუნძულ სიტედან, სადაც ღვთისმშობლის ტაძარი მდებარეობს, მოსახლეობის ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო.

კუნძულზე მცხოვრებლებს დროებით უახლოეს რაიონებში გადაიყვანენ. დედაქალაქის ტურისტული დეპარტამენტი ასევე გადაიყვანს ტურისტებს, რომლებიც კუნძულზე მდებარე სასტუმროებში იმყოფებოდნენ.

სიტეზე მუდმივად 1000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. გარდა ამისა, იქ 5 სასტუმრო მდებარეობს.

ძლიერმა ხანძარმა ტაძრის კოშკურა და სახურავი განადგურა.

წინასწარი ცნობით, ხანძრის გამომწვევ მიზეზად ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები სახელდება, რომელიც 2022 წელს უნდა დასრულებულიყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×