რეზონანსი
15.04.2019

 (რეზონანსი) სააგენტო C.news-ის ცნობით, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი ხანძარი სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება.

მეხანძრე-მაშველების განცხადებით, ხანძრის გაჩენა "პოტენციურად სარემონტო სამუშაოებს" უკავშირდება.

პარიზის მერის პირველმა მოადგილემ ემანუელ გრეგუარმა "ტვიტერზე" ისტორიული ძეგლის მახლობლად მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია მოითხოვა. მან ასევე ადგილობრივებს მოუწოდა, მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისგან თავი შეიკავონ და სიფრთხილე გამოიჩინონ.

პოლიცია თხოვნით მიმართავს მოქალაქეებს, რომ ხანძრის ლიკვიდაციაში ხელი არ შეუშალონ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×