რეზონანსი
15.04.2019

 (რეზონანსი) პირველადი ინფორმაციით, საფრანგეთში ხანძრის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან, - ამის შესახებ "პირველს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

საფრანგეთის დედაქალაქის ცენტრში კი საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან ხალხის გაყვანა მიმდინარეობს.

"საფრანგეთში საქართველოს საელჩო თვალს ადევნებს ინფორმაციას და კონტაქტზეა ფრანგულ მხარესთან. საელჩოში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი +33 7 83 31 86 89. ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მოქალაქეების შესახებ ამ ეტაპზე არ შესულა", - განუცხადეს "პირველს" საქართველოს საგარეო უწყებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×