რეზონანსი
15.04.2019

 (რეზონანსი) პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გუმბათი ჩამოინგრა. ამ წუთებში ცეცხლის ჩაქრობის ოპერაცია მიმდინარეობს. სამაშველო-სახანძრო ჯგუფები ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ. გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია.

საფრანგეტის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დღეს საღამოს დაგეგმილი საჯარო გამოსვლა ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი ხანძრის გამო გააუქმა. ემანუელ მაკრონს დღეს ყვითელჟილეტიანებისთვის უნდა მიემართა. პრესკონფერენცია ელისეს სასახლეში უნდა გამართულიყო. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ემანულ მაკრონი ადგილზე მისვლას აპირებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×