რეზონანსი
15.04.2019

 (რეზონანსი) დაგეგმილი გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო დედაქალაქის დიდ ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება სამშაბათს, 16 აპრილს შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი" ავრცელებს.

„თელასის" განმარტებით, ელექტროენერგიის მიწოდება საბურთალოს, ვაკის, მთაწმინდის, კრწანისის, გლდანის, ნაძალადევის, დიდუბის, ჩუღურეთის, ისნისა და სამგორის რაიონების დიდ ნაწილს შეუწყდებათ.

დედაქალაქის უმეტეს ნაწილში პროფილაქტიკური სამუშაოები 10:00 საათიდან 18:00 საათამდე გაგრძელდება, თუმცა ზოგიერთ დასახლებაში ელექტროენერგია 2 ან 4 საათით შეწყდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×