რეზონანსი
15.04.2019

 რუსთავის საცხოვრებელი კორპუსის ეზოში 16 წლის გოგონა მძიმე მდგომარეობაში ნახეს, ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები. მოზარდი კლინიკა "რუსთავში" გადაყიყვანეს.

გოგონას შეყვარებული ჰყავდა, ბოლო პერიოდში კი მასთან ურთიერთობა გაუფუჭდა, ამ ინფორმაციას გოგონას მეგობრები "ინფო რუსთავთან" ინფორმაციით პირად საუბრებში ადასტურებენ. გოგონამ სუიციდი სცადა და მრავალსართულიანი სახლის სახურავიდან გადმოხტა.

კლინიკა "რუსთავში" აცხადებენ, რომ "პაციენტი შემოიყვანეს ტრამვული შოკით, მძიმე მდგომარეობაში. უტარდება შესაბამისი მკურნალობა".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×