რეზონანსი
14.04.2019

 (რეზონანსი) რუსთაველის გამზირზე, რესტორან „ხინკლის სახლში" ხანძარია. როგორც პრაიმტაიმს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი სამზარეულოში 20 კვმ ფართობზეა გაჩენილი.

ადგილზე 8 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს, რომლებიც ცეცხლის ლიკვიდირების სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში ატარებენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შენობიდან სრულად ევაკუირებულია როგორც მომსახურე პერსონალი, ასევე მომხმარებლები.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×