რეზონანსი
14.04.2019

 (რეზონანსი) „დამპირდით, რომ ქართულს ისწავლით", - უთხრა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ახალციხეში რეპატრირებულ მესხებს, რომლებმაც მას მოქალაქეობის მიღებაში დახმარება სთხოვეს.

შეხვედრის კადრები ადგილობრივმა ტელეკომპანიამ, მე-9 არხმა გაავრცელა. 14 აპრილს, დედაენის დღეს, ახალციხის ბაზარში სტუმრობისას ზურაბიშვილს რამდენიმე ადამიანმა, - არხის თანახმად, საქართველოში რეპატრირებულმა მესხებმა - საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად დახმარება სთხოვა.

„200-200 ლარს ყოველთვე ვიხდით, არავინ არ გვაძლევს მოქალაქეობას", - რუსულ ენაზე უთხრა ერთ-ერთმა მათგანმა ზურაბიშვილს.

კადრებში ჩანს, რომ პრეზიდენტი მას და მის გარშემო შეკრებილ ადამიანებს ეუბნება: „ქართულად უნდა ილაპარაკოთ. რა არის ეს რუსული?... დამპირდით, რომ ქართულს ისწავლით და ილაპარაკებთ".

მეცხრე არხის თანახმად, ზურაბიშვილმა მათ განუცხადა, რომ ორმაგი მოქალაქეობის საკითხზე ახალქალაქში გააკეთებს განმარტებას.

 

"ნეტგაზეთი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×