რეზონანსი
14.04.2019

 (რეზონანსი) სამი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, ზესტაფონის მერობის კანდიდატად გოგი წულაიას დაასახელებს.

თავისუფალი საქართველო ტრადიციონალისტთა კავშირის და ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარეები გოგი წულაიას, ზესტაფონის მერიის წინ, 13:00 საათზე წარადგენენ.

მუნიციპალიტეტში უმრავი პრობლემაა, რომლის მოგვარებაზეც არავინ ზრუნავს. ჩემი მერად არჩევის შემთხვევაში, შევეცდები მოსახლეობის პრობლემები მაქსიმალურად მოვაგვარო.- აცხადებს წულაია.

ზესტაფონში შუალედური არჩევნები 19 მაისს ჩატარდება. მმართველი პარტიის მერობის კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძეა.

 

 

"პრაიმტაიმი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×