რეზონანსი
14.04.2019

 (რეზონანსი) სასულიერო პირთა ნაწილმა და მათმა მრევლმა კულტურის სამინისტროს ყოფილ შენობასთან სავედრებელი პარაკლისი გადაიხადეს.

შეკრებილები ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, რომ ანჩისხატის ხელთუქმნელი ხატი მუზეუმიდან მონასტერში დროულად დააბრუნონ.

სასულიერო პირების განცხადებით, ხატის ტაძარში დაბრუნება ისტორიული სამართლიანობის აღდგენა იქნება. მღვდელმსახურები სამინისტროს პეტიციით მიმართავენ და ამბობენ, რომ პროექტი, რომელიც სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის მიერ არის მოწონებული, არ უნდა გაჭიანურდეს.

 

 

"პრაიმტაიმი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×