რეზონანსი
14.04.2019

 (რეზონანსი) ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია აცხადებს, რომ ინფორმაცია მის შესაძლო განთავისუფლების შესახებ არ აქვს, რადგან ამ საკითხზე კონსულტაციები პრემიერ-მინისტრთან და პარტიის თავმჯდომარესთან არ ჰქონია.

„ბიძინა ივანიშვილს ჰკითხეთ, მე არ ვიცი, ვერ გეტყვით, თუ მან თქვა. ჩემთან არ გადის კონსულტაციებს,"- განაცხადა გიორგი ქობულიამ.

ინფორმაცია, გიორგი ქობულიას მოსალოდნელ გადაყენებასთან დაკავშირებით მას შემდეგ გავრცელდა, რაც ბიძინა ივანიშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში ღიად გამოხატა უკმაყოფილება სამი მინისტრის მუშაობაზე და მოგვიანებით ამ საკითხზე კონსულტაციები პრემიერ-მინისტრმაც დაადასტურა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×