რეზონანსი
14.04.2019

 (რეზონანსი) რუსული "ფორბსის" 2018 წლის რეიტინგის მიხედვით რუსეთის ფედერაციის 200 უმდიდრეს ადამიანს შორის 3 ეთნიკურად ქართველიც მოხვდა.

ალექსანდრე ჯაფარიძე - რუსული "ფორბსის" რეიტინგში 61-ე ადგილს იკავებს. ქართული წარმომავლობის მილიარდერის ქონება ჟურნალმა 1.6 მილიარდ დოლარად შეაფასა. ჯაფარიძე მსოფლიო მილიარდელთა სიაშიც გვხვდება, სადაც ის 2057-ე ადგილზეა. ჯაფარიძის კაპიტალი გასული 5 წლის განმავლობაში თითქმის ერთი მილიარდი დოლარით შემცირდა. ამ დროისთვის მისი ერთ-ერთ მთავარ შემოსავლის წყაროს ნავთობპროდუქტებით ვაჭრობა წარმოადგენს.

ვიჩისლავ მირილაშვილი - კიდევ ერთი თნიკურად ქართველი ბიზნესმენი, რომელიც რუსეთის უმდიდრეს ბიზნესმენთა რეიტინგში 113-ე პოზიციაზეა. ახალგაზრდა ბიზნესმენისა და მისი მამის სახელი სათამაშო ბიზნესთან ასოცირდება. მირილაშვილების ოჯახის ქონება 1.5 მილიარდს აღწევს. მირილაშვილი რუსეთის პარალელურად, ისრაელის 20 ყველაზე მდიდარ ადამიანს შორისაც შედის.

დავით იაკობაშვილი - რუსული რძისა და წვენების მწარმოებელი მაგნატი, რუსული "ფორბსის" რეიტინგში 132-ე ადგილზეა. იაკობაშვილის ქოენება "ფორბსის" სეფასებით 1.2 მილიარდი დოლარია. ბიზნესმენი ხშირად ამბობს, რომ მის მიერ საქართველოში განხორციელებულმა ინვესტიციებმა, ბოლო წლებში, რამდენიმე ასეულ მილიონს გადააჭარბა.

 

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×