რეზონანსი
13.04.2019

 (რეზონანსი) იტალიური მედიის ინფორმაციით ევროპის ტერიტორიაზე მიგრანტების არალეგალურ გადაყვანას სათავეში რუსული მაფია უდგას. მათ მიგრანტები ევროპაში ამერიკის დროშის ქვეშ მცურავი ძვირადღირებული ნავებითა და იახტებით გადაჰყავთ, ეკიპაჟის წევრები კი რუსები ან ქართველები არიან.

espresso.repubblica.it-ის ინფორმაციით, კრიმინალურ დაჯგუფებებთან გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ თანამშრომლობენ თურქული ორგანიზაციებიც. მარშრუტი სტამბოლის, აქსარაის რაიონიდან იწყება და საბერძნეთის მოსაზღვრე ზღვებს გაივლის და იტალიის აპულიას რეგიონში მთავრდება. თუმცა ბოლო პერიოდში მიგრანტების გადასხმა რამდენჯერმე სიცილიის კუნძულზე რაგუზას სანაპიროზეც მოხდა.

გამოცემის ინფორმაციით, ამ მარშრუტის მგზავრებს შორის ძირითადად ქურთები, სირიელები და ერაყელები არიან.

(ნიუპოსტი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×