რეზონანსი
13.04.2019

 (რეზონანსი) ოზურგეთში, ვაკიჯვარში, შემოქმედი-გომის საზღვარზე ტყის ხანძარს ცოცხალი ძალის მეშვეობით აქრობენ. რთული რელიეფის გამო, ცეცხლის ჩასაქრობად ტექნიკის გამოყენება ვერ ხერხდება.

როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ადგილზე დამატებითი ძალებია მობილიზებული აჭარიდან და იმერეთიდან.

უწყების ცნობით, ცეცხლი 15 ჰექტრამდე ტერიტორიაზეა მოდებული.

შემოქმედი-გომის საზღვარზე ცეცხლი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა.

(პირველი არხი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×