რეზონანსი
13.04.2019

 (რეზონანსი) ბათუმში ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის ბოლო დასკვნითი დღე გაიმართა, სადაც ქართველი სპორტსმენის ლაშა ტალახაძის ტრიუმფი შედგა.

ლაშა ტალახაძემ 3 ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო ირაკლი თურმანიძემ 2 ვერცხლი და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ატაცში ლაშა ტალახაძემ პირველ მისვლაზე 208 კილოგრამი დაძლია, მეორეზე კი - 218, რითიც მსოფლიო რეკორდი დაამყარა ატაცში. აკვრაში პირველ მისვლაზე ქართველმა ფალავანმა 245 კგ დაძლია, მეორეზე კი, აშხაბადში დაძლეული 257 კგ გააუმჯობესა, 260 კილოგრამი დაძლია და აკვრასა და ორჭიდის ჯამშიც ორი რეკორდი დაამყარა. ორჭიდის ჯამში, ლაშა ტალახაძემ 478 კგ დაძლია.

რაც შეეხება ნაკრების კაპიტან ირაკლი თურმანიძეს, მან სამივე მისვლა გამოიყენა ისევ და 227, 234 და 241 კგ დაძლია, ორჭიდის ჯამში ვერცხლს დაეუფლა, აკვრაში კი - ბრინჯაოს მედალი საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი 5 ოქროს, 6 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალით დაასრულა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×