რეზონანსი
13.04.2019

 (რეზონანსი) „კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი "დაიცავი საქართველოს" მიერ გამართულ შეკრებას ეხმაურება. ჩარკვიანის შეფასებით, ფილარმონიაში ხალხი გურგულიას "სხადნიაკზე" იყო მისული.

"აი ამ სიბინძურეს, აი ამ ნუგზარ ფოფხაძის "დაქირავებულ ქილერს", რომელმაც გაზეთ "საქართველო და მსოფლიოში" განაცხადა, რომ ქართველები უმადურები ვართ, რადგან რუსებმა ქართველებს წერა-კითხვა ასწავლესო, აი, ამ "კაცმაცოს" დავით მხეიძეს უსმენდით დღეს ფილარმონიაში გურგულიას "სხადნიაკზე" მისულები. კიდევ კარგი, ხალხი ბრძენია", - წერს თაკო ჩარკვიანი ფეისბუქზე.

დღეს ფილარმონიაში, პოეტ დავით მაღრაძის ინიციატივით, "დაიცავი საქართველოს" შეკრება გაიმართა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×