რეზონანსი
13.04.2019

 (რეზონანსი) შესაძლოა თუ არა „დაიცავი საქართველო„ ჩამოყალიბდეს მესამე პოლიტიკურ ძალად - კითხვაზე მმართველი პარტიის ყოფილი ლიდერი ეკა ბესელია პასუხობს, რომ შესაძლოა ის იყოს პირველიც.

ბესელიამ მედიასთან ვრცლად ისაუბრა საზოგადოებრივი მოძრაობის გეგმებზე, რომელმაც დღეს ფილარმონიაში საგანგებო შეკრება გამართა.

„ძალიან ბევრი წლის განმავლობაში ერთად ვცდილობდით, რომ როგორმე შეგვეცვალა რეჟიმი. აქ შევიკრიბეთ თანამებრძოლები, ვინც ყოველთვის სოლიდარულები ვიყავით იმ მთავარი იდეალების მიმართ, როგორიცაა სამართლიანობა, თავისუფლება, ღირსება.ქვეყანაში ვითარება შესაცვლელია. წარსულის აღზევება და დაბრუნება, დღეს მისი ახალ სამართლიანობად გასაღება - ეს მიუღებელია ყველასთვის, ვინც საკუთარ სიცოცხლეს სწირავდა ამ ბრძოლას.

არასდროს უნდა დავბრუნდეთ წარსულში. არც მათი რეანიმაცია არ შეიძლება, რასაც დღეს, სამწუხაროდ, მმართველი პარტია და ჩემი ყოფილი თანაგუნდელები აკეთებენ. მიუღებელია, როცა მეუბნები, რომ მერე რა მოხდა, ისინი ცუდები იყვნენ და მერე კარგები გახდნენ და მოდი, ისევ ავირჩიოთო. ამან გაყო ჩვენი გზები დღეს, მაგრამ ვერ გაყო იმ ადამიანების გზები, ვინც ამ მარადიული ღირებულებების ერთგული დარჩა. ეს ალბათ, იქნება გზა ახალი პროცესებისთვის და მე მგონია, რომ ამას ექნება საინტერესო გაგრძელება, - განაცხადა ბესელიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×