რეზონანსი
13.04.2019

 (რეზონანსი) მარნეულის სოფელ თეზეკენთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. მანქანა ქვეითს დაეჯახა.

„Marneulifm"- ის ინფორმაციით, ავარიის დროს 50 წლამდე მამაკაცს ფეხი მოეკვეთა. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმე 276 მუხლით აღიძრა რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×