(რეზონანსი) ფილარმონიაში დავით მაღრაძემ მოძრაობა „დაიცავი საქართველოს" შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა იმედი გამოთქვე, რომ მოძრაობაში „არასდროს იქნებიან მურუსიძეები და ზარდიაშვილები" .
მის თქმით, მოძრაობის მიზანი ემსახურება იმას, რომ მათი წუხილი პოლიტიკამდე მიიტანონ. მისივე განმარტებით, დღეისათვის არსებობს ორი პოლიტიკური პარტია, რომელთაგან უკეთესი მომავლის შექმნის შთაბეჭდილებას არც ერთი ტოვებს.
„ხშირად მეკითხებოდნენ სტუმრები ვინ იქნებით ხვალ, ვინ შეიკრიბებით 13 აპრილს, იქნებიან, თუ არა გაჩეჩილაძეები?! ლევანს ვესაუბრე, ჩვენთან ერთად იქნება ყოველთვის მოძრაობაში „დაიცავი საქართველო" . ლაშა ამირეჯიბიც დავინახე. ყოველთვის იქნებიან ამირეჯიბები, გაჩეჩილაძეები, მაღრაძეები... იმედი მაქვს, აქ, არ იქნებიან მურუსიძეები, ზარდიაშვილი და ა.შ. გვარებს არ ვეხები, უბრალოდ, პიროვნებებზე ვსაუბრობ. ეს გვარები ღმერთმა ამრავლოს და ყველას სიკეთე მინდა ვუსურვო. სიტუაცია ჩვენი აზრით, ჩვენი თვალსაწიერიდან ისეთადაა დანახული, რომ შეიძლება მოახლოებული იყოს ბევრი საფრთხე, რომელიც გვინდა ავიცილოთ და არჩევნებზე უფრო მხნედ წავიდეთ. არჩევნებზე წელგამართულები გვინდა წავიდეთ და ხმა მივცეთ არა ვინმეს დასაჩაგრად და დასაბლოკად, არამედ იმედი გვქონდეს ვიღაცის, ისეთის ვიც ჩვენს გულისტკივილს მერე პოლიტიკაში მიიტანს. ეს არის მთელი ჩვენი განზრახვ ", - განაცხადა დავით მაღრაძემ.