რეზონანსი
13.04.2019

 (რეზონანსი) „ქართულმა ოცნებამ" მარნეულის მერობის კანდიდატად ზაურ დარგალი ოფიციალურად წარადგინა.

„მიხარია, რომ ამდენი ადამიანი ვართ დღეს აქ. ეს ჩვენთვის დიდი მხარდაჭერაა.ეს არის ჩვენი ერთობის „მესიჯი" მთელი საქართველოსთვის. ჩემო მეგობრებო, მარნეული არის ჩვენი საერთო სახლი. მარნეული არის ჩვენი ოჯახი და მე როგორც ამ ოჯახის შვილი გპირდებით, რომ ყველაფერს გავაკეთებ, რათა ჩვენი საერთო სახლი მარნეული გახდეს უფრო ძლიერი, უფრო ლამაზი და უფრო განვითარებული" - განაცხადა მერობის კანდიდატმა.

ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდნენ პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი და „ქართული ოცნების" პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი.

მარნეულში არჩევნები მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ყოფილი მერი თემურ აბაზოვი გადადგა. მას დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის გამო წაუყენეს ბრალი. აბაზოვი 13 ივნისს დაკავეს, გადადგომის შესახებ კი 13 თებერვალს განაცხადა.

აბაზოვმა საპატიმრო დაწესებულება დატოვა. მას პატიმრობა 10 000 ლარიანი გირაოთი შუეცვალეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×