რეზონანსი
13.04.2019

 (რეზონანსი) მურუსიძესთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის განცხადებები რა თქმა უნდა მიუღებელია - ამის შესახებ განცხადება გია გაჩეჩილაძემ, ფილარმონიაში „დაიცავი საქართველოს" შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა.

მისი თქმით ივანიშვილი ბოლო წლებია საერთოდ თვალით არ უნახავს, ვერ იტყვის პირადად მის პოზიციაშია თუ ოპოზიციაში თუმცა რაც ქვეყანაში ხდება მისთვის მიუღებელია.

„ვინმეს ეგონა, რომ საზოგადოება ამას გაატარებდა რომ სასამართლო იგივე ადამიანების ხელში გადავიდეს? გირგვლიანი, მკვდარი კაცი დაამყარებს ამ ქვეყანაში წესრიგს",- განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

შეხვედრაზე სავარაუდოდ არ იქნება ლევან გაჩეჩილაძე. არსებული ინფორმაციით, ის შეუძლოდ არის. უცნობია სამომავლოდ შეუერთდება თუ არა მოძრაობას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×