რეზონანსი
13.04.2019

 (რეზონანსი) ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე სოფიო ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ ემუქრებიან.

"ველოდები ცილისწამებებს და პროვოკაციებს. იყო რეალური მუქარა. გადაუმოწმებელ ინფორმაციებს ნუ დაიჯერებთ", - წერს ბოჭორიშვილი ფეისბუქზე, თუმცა რა შინაარსისაა მუქარა და ვისი მხრიდან მომდინარეობს ის, ამას ტყიბულის მერის მოადგილე არ აკონკრეტებს.

სოფიო ბოჭორიშვილი 2014 წლიდან ტყიბულის გამგებლის მოადგილე იყო, 2017 წლიდან კი მერის მოადგილეა. ის ამ დრომდე ერთადერთი კადრია, რომელიც ყოფილი მაჟორიტარის - ელისო ჩაფიძის, რეკომენდაციით დაინიშნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×