რეზონანსი
13.04.2019

 (რეზონანსი) საფრანგეთში არსებული წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის წინამძღვრის, მამა არჩილ დავრიშაშვილის ქალიშვილის მოულოდნელმა გარდაცვალებამ ყველა შოკში ჩააგდო. უამრავმა ადამიანმა გამოხატა საკუთარი გულის ტკივილი და თანაგრძნობა მამაოს მიმართ.

დავრიშაშვილების ოჯახის ახლობელი ბონდო ქურდაძე წერს, რომ შებინდებისას მამაომ პარაკლისი გადაუხადა საკუთარ შვილს.

"გუშინ, შებინდებისას, პარიზის წმინდა ნინოს ტაძღის წინამძღვარმა , დეკანოზმა არჩილმა პარაკლისი გადაიხადა. მამა შვილს პარაკლისი გადაუხადა.ნურავის გენახოთ ასეთი რამ " - წერს ქურდაძე.

მამა არჩილმა საზოგადოებას სოციალურ ქსელში თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

"დიდი მადლობა ყველას ამდენი სითბოსთვის და სიყვარულისთვის ამ მძიმე მომენტში! შეგატყობინებთ როდის იქნება გადმოსვენება და დაგრძალვა"- განაცხადა დეკანოზმა.

 30 წლის ბარბარას გარდაცვალების დე­ტა­ლე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია. ახ­ლობ­ლე­ბი ექ­სპერ­ტი­ზის შე­დეგს ელო­დე­ბი­ან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×