რეზონანსი
13.04.2019

 (რეზონანსი) კომპანია „ინტერტრანსი" გადახდის ახალ სისტემაზე გადადის. ამიერიდან რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდა ელექტრონულად „მეტრომანის" და საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით იქნება შესაძლებელი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "ინტერტრანსში" განუცხადეს, პირველ ეტაპზე სისტემა 100 ერთეულ ე.წ. ყვითელ მიკროავტობუსში დამონტაჟდა. საზოგადოებრივ ტრანსპორტში მარშრუტის აღმნიშვნელი ელექტრო ტაბლოების დამონტაჟებაც მოხდა.

მგზავრობის ღირებულების გადახდა მსურველებს, ნაღდი ფულითაც შეუძლია. უახლოეს პერიოდში გადახდის ახალი სისტემით სარგებლობა რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავ ყველა ყვითელ მიკროავტობუსში იქნება შესაძლებელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×