რეზონანსი
13.04.2019

 (რეზონანსი) თურქეთის სასამართლომ ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული ათი პირი, მათ შორის საქართველოს ერთი მოქალაქე გაათავისუფლა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

სავარაუდოდ საქართველოს მოქალაქე ამ დროისთვის უკვე საემიგრაციო სამსახურში იმყოფება.

სპეცოპერაცია, რომლის ფარგლებში „ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირის ბრალდებით ჯამში 10 პირი დააკავეს, თურქეთის ქალაქ იზმირში რამდენიმე დღის წინ ჩატარდა. დაკავებულიდან 9 სირიის, ხოლო ერთი საქართველოს მოქალაქე იყო.

ადგილობრივი პოლიცია აცხადებდა, რომ დაკავებულთა საცხოვრებელი სახლებიდან მობილური ტელეფონები, ცეცხლსასროლი იარაღი, ტერორისტული ორგანიზაციის სიმბოლიკა და დიდი ოდენობით ნაღდი ფული ამოიღეს.

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×