რეზონანსი
13.04.2019

 პოლიმერული დარგის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენელი მელიტა პატარიძის თქმით, დღეს საქართველოში კვლავ შემოდის ფალსიფიცირებული პროდუქცია. არის შემთხვევები, როდესაც ჩვეულებრივ პოლიეთილენის პარკს ბიოდეგრადირებადი ტყუილად აწერია.

„კვლავ შემოდის უამრავი რაოდენობით ფალსიფიცირებული პროდუქცია. ჩვენ მიერ სამხარაულში წარდგენილ იქნა ერთ-ერთი კომპანიის მიერ იმპორტირებული პოლიეთილენის პარკი, რომელსაც ეწერა ბიოდეგრადირებადი პროდუქტი, მაგრამ ის რეალურად იყო ჩვეულებრივი პოლიეთილენი.

ფალსიფიცირებული პროდუქცია, რომელიც საზღვარზე შემოედინება, აზარალებს არა მხოლოდ გარემოს, არამედ შეცდომაში შეჰყავს კეთილსინდისიერი მომხმარებელიც, რომელიც რეალურად 5 თეთრად ღირებულ პოლიეთილენის პარკს ყიდულობს 20 თეთრად სუპერმარკეტების ქსელებში,“ - განაცხადა მელიტა პატარიძემ.

მისივე ინფორმაციით, მეწარმეთა ნაწილმა ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოება დაიწყო, თუმცა შემსყიდველმა მხარემ ძვირადღირებული პროდუქტის შეძენაზე, რომლის ფასიც 18-20 თეთრი გახდა, უარი განაცხადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×