რეზონანსი
13.04.2019

 პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ყოფილ თანამშრომლებს სამი თვის კომპენსაცია ჩაურიცხა, რაც საერთო ჯამში თითქმის ნახევარი მილიონი ლარია. პრეზიდენტის პრესსპიკერი ხატია მოისწრაფიშვილი აცხადებს, რომ სამსახურიდან გაშვებულ პირებს 436 500 ლარი გადაუხადეს.

„ეს არის 63 თანამშრომლის თანამდებობრივი სარგოს სამი თვის ოდენობის ჯამი. ჩარიცხვების პროცედურები გუშინ განხორციელდა,“ - განაცხადა მოისწრაფიშვილმა.

რაც შეეხება მომდევნო ეტაპს, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ახალი კადრებით დაკომპლექტებას გულისხმობს, მოისწრაფიშვილის ინფორმაციით, ვაკანსიების გამოქვეყნების პროცედურებთან დაკავშირებით ბოლო დეტალები საჯარო ბიუროსთან თანხმდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×