რეზონანსი
13.04.2019

 ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო ბაზის ქვედანაყოფებმა საკონტროლო წვრთნა დაიწყეს. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება.

„სამხედრო მოსამსახურეები „ძარცემის“ მაღალმთიან პოლიგონზე შეასრულებენ ისეთ ამოცანებს, როგორებიცაა ჯავშანტექნიკის მართვა, სროლები ცეცხლსასროლი იარაღიდან და საბრძოლო ტექნიკიდან“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

სწავლებაში ორი ათასზე მეტი სამხედრო, 500-მდე ერთეული შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა მონაწილეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×