რეზონანსი
13.04.2019

 ბრიტანელი კომიკოსი იან კოგნიტო წარმოდგენის დროს სცენაზე გარდაიცვალა. მაყურებლების თქმით, კოგნიტომ გარდაცვალებამდე 10 წუთით ადრე იხუმრა, რომ შეიძლება გულის შეტევა დაემართოს.

"წარმოიდგინეთ, ახლა რომ გულის შეტევა დამემართოს და როცა გავიღვიძებ, უელსურად ლაპარაკი დავიწყო", - იხუმრა კომიკოსმა.

ამ სიტყვებიდან რამდენიმე წუთში 60 წლის მსახიობი ცუდად გახდა, თუმცა მაყურებლებს ეს შოუს ნაწილი ეგონათ. საბოლოოდ, სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

იან კოგნიტოს გულის პრობლემები ჰქონდა და სავარაუდოდ მისი გარდაცვალების მიზეზი ეს გახდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×