რეზონანსი
13.04.2019

 ჭყონდიდელის დასახლებაში მცხოვრებნი ციხეების მშენებლობის დროებით შეჩერებასა და იუსტიციის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აქტივისტებმა თეა წულუკიანს პეტიციითაც მიმართეს. ჭყოდიდელის დასახლებაში მცხოვრებლები მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების შეჩერებას იმ დრომდე მოითხოვენ, სანამ იუსტიციის მინისტრი მოსახლეობას არ შეხვდება და არ მიეცემათ საშუალება, წულუკიანს გააცნონ საკუთარი მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ სურთ რუსთაველებს ციხე რუსთავში, კერძოდ კი ჭყონდიდელში, დასახლებულ პუნქტთან ახლოს.

აქციის მონაწილეებმა კვირას, 14 აპრილს, 14:00 საათზე რუსთავის შემოსასვლელის მიმართულებით მასშტაბური საპროტესტო მსვლელობა დააანონსეს და აღნიშნეს, რომ თუ ცენტრალური ხელისუფლებისგან მათ მოთხოვნებს არ მოჰყვება რეაგირება, აქტივისტები შეაფერხებენ ავტოსაგზაო მოძრაობას, კერძოდ კი გადაკეტავენ ქალაქის შემოსასვლელს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×