რამდენიმე მინისტრის საქმიანობას პრემიერი მამუკა ბახტაძე განსაკუთრებით აკვირდება. მალე ქეთევან ციხელაშვილი შესაძლოა, პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ ჩაანაცვლოს.
„კურიერის“ ინფორმაციით, ხვალ ბიძინა ივანიშვილთან დანიშნულია შეხვედრა, სადაც საბოლოოდ გადაწყდება შეინარჩუნებს თუ არა ციხელაშვილი თავის თანამდებობას.
ბოლო სამი დღეა, „ქართული ოცნების“ წევრის უმრავლესობა ჟურნალისტებს არწმუნებს, რომ არ იციან, ვინ არის მთავრობის ერთ ქალი და კიდევ ორი მინისტრი, ვისშიც ივანიშვილი პრობლემებს ხედავს.
მთავრობაში სულ 3 ქალი მინისტრია - თეა წულუკიანი, მაია ცქიტიშვილი და ქეთევან ციხელაშვილი. როგორც ივანიშვილი ამბობს, აქედან ერთ-ერთის მუშაობით უკმაყოფილოა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს კითხვები მინიტრთა კაბინეტის კიდევ რამდენიმე წევრთან აქვს. ის, რომ სამთავრობო ცვლილებებზე კონსულტაციები მიმდინარეობს, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ადასტურებს.