რეზონანსი
12.04.2019

 ჯორჯიან მანგანეზის" ხელშეწყობით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, ფეროშენადნობთა ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სოფელ საქარის თემთან, ქარსაცავი ზოლის მოწყობის მეორე ეტაპი დაიწყო. პროექტსქარსაცავი ზოლი თემის მხარდასაჭერად" არასამთავრობო ორგანიზაციაქალები მომავლისთვის", სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრი (CSRDC) და ზესტაფონის მერია კომპანიაჯორჯიან მანგანეზთან" ერთად ახორციელებენ.

ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორის, ვასილ გველესიანის თქმით, აღნიშნული პროექტი ზესტაფონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და პროექტის მიზანია, წლის ბოლომდე 4 500-მეტრიანი ქარსაცავი ზოლი მოეწყოს.

 პროექტის პირველ ეტაპზე, ნერგები ორ ზოლად უკვე დაირგო. ახლა მეორე ეტაპი მიმდინარეობს. პროექტი არასამთავრობო ორგანიზაციასთანქალები მომავლისთვის" ერთად ხორციელდება და მასში ჩართულია მოსახლეობაც. მწვანე საფარის ამ საქარე ზოლის დანიშნულებაა, საწარმოსთან ტერიტორიულად ყველაზე ახლომდებარე დასახლება - სოფელ საქარის თემი დაიცვას ატმოსფეროში გაფრქვეული სამრეწველო მტვრის იმ ნაწილაკებისაგან, რომლებიც ჰაერში სწორედ საწარმოო პროცესების შედეგად ხვდება“, - განაცხადა ვასილ გველესიანმა.

გარემოსდაცვითი პროექტის მესამე ეტაპი შემოდგომაზე განხორციელდება და წლის ბოლომდე 1500 ნერგი დაირგვება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×