(რეზონანსი) "ჩემი შვილი 5 წლის იყო, როცა დავინახე, რომ პრემიერ-მინისტრი გახდებოდა. მაშინ უკვე ვიცოდი, რომ პოლიტიკას გაჰყვებოდა და თავის სამშობლოს ძალიან დიდ წარმატებას მოუტანდა", - ამის შესახებ განცხადებას ლელა კაკულია აკეთებს.
„ჩემი შვილისათვის პოლიტიკაში წასვლა არ მირჩევია. თაკოს ძალიან დიდი ენერგია აქვს. ცდილობს, ყველაფერი თვითონ გადაწყვიტოს და თავისი სახელი დაარქვას. ჩემი შვილი 5 წლის იყო, როცა დავინახე, რომ პრემიერ-მინისტრი გახდებოდა. მაშინ უკვე ვიცოდი, რომ პოლიტიკას გაჰყვებოდა და თავის სამშობლოს ძალიან დიდ წარმატებას მოუტანდა. ამიტომ გადავწყვიტე, ევროპაში, ინგლისში გამეშვა სასწავლებლად. ინგლისი ხომ ცოდნის აკვანია. 6 წელი იცხოვრა იქ და არაფერი დაგვიკლია. ჯერ 22 წლის არის", - ამბობს კაკულია "სარკესთან".
შეგახსენებთ, რომ ლელა კაკულიას შვილი, თაკო ჩარკვაინის პარტიის "კანონი და სამართლის" წევრი იყო. თუმცა მან პარტია გაწევრიანებიდან რამდენიმე დღეში დატოვა.