რეზონანსი
12.04.2019

 ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მეოთხე საამქროს 28-ე ღუმელიდან გუშინ 12:15 საათზე კაზმი ამოიფრქვა, რასაც ძლიერი აალება და კვამლის გავრცელება მოჰყვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ქარხნის ხელმძღვანელობისა და თანამშრომლების ოპერატიული რეაგირების შედეგად, დროულად მოხერხდა ღუმელის გათიშვა და ვითარების შემდგომი გართულების თავიდან აცილება. მაღალმა ტემპერატურამ ღუმელის გაგრილების და  გაზგამწმენდი სისტემები დააზიანა. ამჟამად მიმდინარეობს ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოები და ღუმელის მუშაობა აღდგენითი სამუშაოების დასრულების შემდგომ განახლდება.

აღსანიშნავია, რომ მეტალურგიულ წარმოებაში ღუმელიდან კაზმის ამოფრქვევა გავრცელებული მოვლენაა. ქარხანაში ამჟამად მისი გამომწვევი მიზეზების შესწავლა და შემდგომი პრევენციის ზომების გატარება მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×