რეზონანსი
12.04.2019

 (რეზონანსი) უმრავლესობის ყოფილი წევრი დავით ჭიჭინაძე საზოგადოებრივ მოძრაობის შექმნას შუალედური არჩევნების შემდეგ გეგმავს.

მოგვიანებით კი მოძრაობა ნაციონალისტურ-მემარცხენე პარტიად ჩამოყალიბდება.

ჭიჭინაძის გუნდში წინა რამდენიმე მოწვევის დეპუტატი იქნება, თუმცა კონკრეტული გვარების დასახელებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს.

ამასთან, დეპუტატი 15 აპრილს ჭიათურის მერობის კანდიდატად ზურა კუპატაძის წარდგენას გეგმავს, რომელიც 2017 წელს ქართული ოცნების გუნდიდან გამგებლის პოზიციაზე იყო.

ჭიჭინაძის თქმით, სწორედ ეს არჩევნები იქნება ერთგვარი მოთელვა და ტესტი სამომავლო გეგმებისთვის.

"პრაიმტაიმი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×