რეზონანსი
12.04.2019

 (რეზონანსი) ლავასოღლის სახელით ცნობილ კრიმინალურ ავტორიტეტს, მინდია გორაძეს, სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა 10 წლით მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლევან გელოვანმა დღეს გამოაცხადა. ინფორმაციას "პრაიმტაიმი" ავრცელებს. 

არსებული ინფორმაციით, მინდია გორაძე გასული წლის ოქტომბერში თურქეთში დააკავეს, თუმცა საქართველოში მისი ექსტრადირება ჯერ არ მომხდარა.

ლავასოღლის გარდა, დღეს სასამართლომ ზაალ ახვლედიანის, ივანე გეგიძისა და შოთა კეკელიძის მიმართაც გამოიტანა განაჩენი. ახვლედიანსა და კეკელიძეს 2-2 წლით, ხოლო გეგიძეს 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. სამივე პირი ქურდული სამყაროს წევრობის მუხლის ნაცვლად „მხარდაჭერისთვის" გაასამართლეს.

გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობასა და ქუჩურ გარჩევებში მონაწილეობას 2018 წლის 17 ივლისს ბათუმში დაკავებულ 10 პირს ედავებოდა. პროკურატურა ამტკიცებდა, რომ ბრალდებულები ემუქრებოდნენ დაზარალებულებს, სცემდნენ მათ და დიდი ოდენობით თანხას ე.წ ქურდული „ობშიაკის შესავსებად" სძალავდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×