რეზონანსი
12.04.2019

 (რეზონანსი) ჟურნალისტ ნანა ლეჟავას შესახებ სოციალურ ქსელში ბინძური კამპანია დაიწყო, რომლის ავტორიც სოც.ქსელის მომხმარებელი და თვითაღიარებული ჟურნალისტ-რეჟისორი ზაზა სვანაძეა. ჩვენ შეგნებულად არ ვაქვეყნებთ მის ტექსტს, ვინაიდან ეთიკურად არ ვთვლით, თუმცა აღსანიშნავია, რომ ასეთი ინფორმაციების გავრცელებისგან არავინ არის დაზღვეული.

ზაზა სვანაძის პოსტს ჟურნალისტი ნანა ლეჟავა სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდა.

"ამ ქვეყანაში ყველა მეტ...ეს აქვს უფლება შეურაცხყოფა მოგაყენოს, დაგაბრალოს და მერე შენ რა უნდა ქნა, დადგე და თავი იმართლო? სულ გატარება არ გამოდის!!! შინაგან საქმეთა სამინისტრო - ან მიხედავთ ამ ავადმყოფს, იცით ვისზეც ვსაუბრობ, ან ორშაბათიდან მე მივხდავ! ამ ლოქოს ცემა ნამდვილად არ გამიჭირდება, თან სახალხოდ!!!!" - წერს ნანა ლეჟავა

წყარო: მარშალპრესი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×