რეზონანსი
12.04.2019

 (რეზონანსი) ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსათის მოსახლეობა ამბობს, რომ სასმელი წყალი დაბინძურებულია. ადგილობრივების თქმით, წყალს წურბელები და ტალახი მოჰყვება, რის გამოც ვერც სასმელად და ვერც საყოფაცხოვრებოდ იყენებენ.

მათივე განმარტებით, დაახლოებით ექვსი თვეა, რაც სოფელში წყალი შეიყვანეს და ფაქტობრივად ვერ იყენებენ. პრობლემის მიზეზად ადგილობრივები რეზერვუარის დაბინძურებას ასახელებენ.

მათ სოფლის ცენტრში საპროტესტო აქცია გამართეს და ხელისუფლებას პრობლემის მოგვარება სთხოვეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა წყლის სინჯები უკვე აიღეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×