რეზონანსი
12.04.2019

 (რეზონანსი) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია თანამდებობას ტოვებს.

„ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ყოლბაიამ წასვლის შესახებ განცხადება უკვე დაწერა. სავარაუდოდ, თანამდებობიდან წასვლის შესახებ ოფიციალური განცხადება დღეს გაკეთდება.

„ვინ წყარომ გითხრათ? იმას ჰკითხეთ, საიდან მოიტანა ეს ინფორმაცია. თანამდებობაზე მუდმივად არავინ არის. შეიძლება დღეს მოხდეს და არაფერი გამორიცხული არ არის, მაგრამ დროს და ვადას ნუ განმისაზღვრავთ, ეს ჩემი გადასაწყვეტია," - ამბობს ყოლბაია „ინტერპრესნიუსთან".

ვახტანგ ყოლბაიას თავმჯდომარედ დანიშვნას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების გარკვეული ნაწილი ეწინააღმდეგებოდა. სწორედ ამიტომ, ის 2013 წლიდან აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×