წყნეთში, 65 წლის გივი ცერექაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ შვილს, 37 წლის სოსო ცერექაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილმა მიიღო.
სოსო ცერექაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა პროკურორმა დააყენა. მამის მკვლელობაში ბრალდებულს დაბა წყნეთში, საცხოვრებელი სახლის აივანზე, ალკოჰოლური სასმელის თრობის ქვეშ მამასთან შელაპარაკება მოუვიდა, რის შემდეგაც, მან სამზარეულოს დანა აიღო და გივი ცერექაშვილს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
პროკურორმა ცერექაშვილის არასტაბილურ და არაკონტროლირებად ხასიათზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ბრალდებული ალკოჰოლზე და ფსიქოტროპულ მედიკამენტებზეა დამოკიდებული.
ბრალდებულის ადვოკატი კი პროკურორს არ დაეთანხმა და განაცხადა,რომ მკვლელობის შემდეგ ბრალდებული პოლიციაში ნებაყოფლობით მივიდა, დანაშაული აღიარა, გამოძიებასთან ითანამშრომლა, და ნიმუშები მისცა. ადვოკატი ბრალდებას არც იმაშ ეთანხმება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ალკოჰოლზე და სხვა ნივთიერებებზეა დამოკიდებული. ადვოკატის განმარტებით, ცერექაშვილი დასაქმებულია და ის 8 წელია, რაც დაცვის თანამშრომელია.
მკვლელობა წყნეთში 9 აპრილს მოხდა.