რეზონანსი
12.04.2019

 ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის თქმით ის არ იქნება “დაიცავი საქართველოს” ლიდერის დავით მაღრაძის ორგანიზებულ საგანგებო შეკრებაზე, ვიდაიდან იგი არ აპირებს დეპუტატ ეკა ბესელიას თამაშებში მონაწილეობას.

„მე ეკა ბესელიას თამაშებში არ ვმონაწილეობ! მე არ ვმონაწილეობ ეკა ბესელიას თამაშებში. სიგარა ნიშნავს ხანდახან სიგარას! დავით მაღრაძე ჩემი მეგობარია წერტილი. ეკა ბესელიას თამაშებში არ ვმონაწილეობ, წერტილი.

დავით მაღრაძე ჩემი მეგობარია ყოველივე მაგრამის გარეშე. შაბათს არ ვიქნები შეკრებაზე, რადგანაც არ ვმონაწილეობ ეკა ბესელიას თამაშებში. დრო არ მაქვს რომ განვმარტო რატომ ასოცირდება ერთმანეთთან ეკა ბესელია და დაიცავი საქართველო“, - განუცხადა "აიპრესს" შათირიშვილმა.

ცნობისთვის, პოეტმა დავით მაღრაძემ განაცხადა, რომ 13 აპრილს მოძრაობა “დაიცავი საქართველოს” საგანგებო შეკრება გაიმართება. სწორედ ამ შეხვედრაზე გახდება ცნობილი თუ ვინ იქნებიან “დაიცავი საქართველოს” წევრები.

(აიპრესი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×