რეზონანსი
12.04.2019

 გორთან ავტომაგისტრალზე დამწვარი ბენზინმზიდს ავტომობილს თურქული ნომრები აქვს და გარდაცვლილიც, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქე არ არის.

ავტობანზე, სადაც ცეცხლი სატვირთო მანქანას გაუჩნდა, საავტომობილო მოძრაობა ამ წუთებში აღდგა, თუმცა დიდი საცობია.

მაგისტრალზე გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთ-ერთი ვერსიით, მძღოლს საჭესთან ჩაეძინა და დამცავ ბეტონის ჯებირს დაეჯახა. მანქანა სავარაუდოდ მაზუთით იყო დატვირთული, რომელიც შეჯახების შედეგად დაიღვარა, რის გამოც, თვითმხილველების თქმით, ცეცხლი რამდენიმე მეტრზე გავრცელდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×